დავით სერგეენკო: მოსალოდნელია ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონე პაციენტების რაოდენობის გაზრდა, იმედი მაქვს, ჯანდაცვის მინისტრი წარმოადგენს უფრო ფართო ხედვას

პარლამენტის ვიცესპიკერი, დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ ჰოსპიტალიზაციის მქონე პაციენტების რაოდენობის გაზრდა მოსალოდნელია, რის შემთხვევაშიც კლინიკური სექტორის მზაობის გაზრდა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. სერგეენკო იმედოვნებს, რომ შესაძლებლობა გვექნება, მოვისმინოთ ჯანდაცვის მინისტრის კონკრეტული ხედვა ამ მხრივ და არამხოლოდ.

მისი თქმით, 3-კვირიანი პერიოდით ჩამოვრჩებით იმ ქვეყნებს, სადაც პირველად გამოვლინდა ომიკრონის შტამი, გვაქვს მათი გამოცდილება, რომელიც ამბობს, რომ შემთხვევების რაოდენობა იზრდება ჯერადობით, შეიძლება, 5- ჯერ გაიზარდოს ინფიცირებულების რაოდენობა.

„საბედნიეროდ, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება ომიკრონის შემთხვევაში, ასევე, ჯერადობით მცირდება. ასე რომ, მარტივი ლოგიკით შეიძლება, წარმოვიდგინოთ, რომ პაციენტების ნაკადი ჰოსპიტლებში დიდად არ უნდა გაიზარდოს, მაგრამ ამას ემატება განვლილი სადღესასწაულო გაზრდილი მობილობა, ამიტომ, მოსალოდნელია, რომ ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონე პაციენტების რაოდენობა გაიზრდება. ასეთ შემთხვევაში, კლინიკური სექტორის მზაობის გაზრდა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. იმედი მაქვს, მოგვეცემა საშუალება, მოვისმინოთ ჯანდაცვის მინისტრის კონკრეტული ხედვა ამ მხრივ და არამხოლოდ, გავცვალოთ არგუმენტები და შეჯერებული პოზიცია გავაცნოთ საზოგადოებას. იმედი მაქვს, ჯანდაცვის მინისტრი წარმოადგენს უფრო ფართო ხედვას და ჩვენც აქტიურად ვიქნებით ჩართული ამაში“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები