ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 80 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში 419 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 80-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფორმაციას ე.წ ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ამავე ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ორი პაციენტი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე, კლინიკებში სულ 149 პაციენტი მკურნალობს, მათგან 42-ის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში Covid 19 სულ 38307 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 31303, გარდაიცვალა  563 პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები