ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რუსეთში “სამედიცინო კვლევებისთვის” გაემგზავრა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “პრეზიდენტი”, ასლან ბჟანია რუსეთში გაემგზავრა.
მისი პრესსამსახური მხოლოდ იმას იუწყება, რომ ბჟანიამ „გეგმური სამედიცინო გამოკვლევები“ უნდა ჩაიტაროს.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტს გადატანილი აქვს კორონავირუსული ინფექცია, რომელიც 2020 წლის დეკემბრის ბოლოს დაუდასტურდა. 2021 წლის იანვრის შუა რიცხვებში მისმა პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ბჟანია კოვიდისგან განიკურნა. 2019 წლის ივნისში, როცა ასლან ბჟანია გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი იყო, მისმა თანამოაზრეებმა განაცხადეს, რომ ბჟანია მოწამლეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მას ჯერ რუსეთში, შემდეგ კი გერმანიაში მკურნალობდნენ, თუმცა, რა დიაგონოზით, უცნობია.