ოკუპირებულ აფხაზეთში “ომიკრონის” შემთხვევები ჯერ არ დადასტურებულა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის “ომიკრონის” შტამის შემთხვევები, ჯერჯერობით, არ დადასტურებულა.

ამის შესახებ ე.წ. მთავარმა სანიტარმა, ლუდმილა სკორიკმა განაცხადა.

მისივე თქმით, 7 პირის სინჯის პასუხებს დღეს ელოდებიან.

სპეციალისტის ინფორმაციით, ე.წ. რესპუბლიკის  სამედიცინო დაწესებულებებში სულ 135 პაციენტი მკურნალობს, მათგან 40 მძიმე მდგომარეობაშია.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 38227 შემთხვევა აღირიცხა, გარდაცვლილია  561 პირი, გამოჯანმრთელდა – 30903.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები