რას ფიქრობენ ანაკლიელი ბებოები „კაზანტიპზე“ (ვიდეო)
ანაკლიასა და განმუხურში გრანდიოზული სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. პროექტ „კაზანტიპთან“ დაკავშირებით ზღვისპირა კურორტზე სცენების მონტაჟი, კაფე-ბარებისა და ბუნგალოების მშენებლობა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. კერძო სექტორთან ერთად მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა, როგორც ანაკლიელები აცხადებენ, „კაზანტიპის“ პროექტისგან უდიდეს ეკონომიკურ სარგებელს ელოდებიან. ადგილობრივები უკმაყოფილოები არიან იმ განცხადებებით, რაც კაზანტიპის ჩატარების მოწინააღმდგეებმა გააკეთეს. ანაკლიელების განცხადებით, „კაზანტიპის“ ჩაშლის უფლებას არავის მიცემენ.
უკვე გარემონტდა საოჯახო სასტუმრები, გაიხსნა ახალი კვების ობიექტები. პროექტ „კაზანტიპთან“ დაკავშირებით ანაკლიაში აგვისტოს თვეში უკვე დაჯავშნილია ყველა სასტუმრო. ანაკლიისა და განმუხურის გარდა მოსახლეობა სახლებს აქირავებს ახლომდებარე სოფლებშიც, დარჩელსა და კახათში. საოჯახო ტიპის სასტუმროებში ერთი ოთახის ფასი 15დან-80 ლარამდე მერყეობს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=g902Hov44eU” width=”560″ height=”315″]