ოკუპირებულ აფხაზეთში დიდთოვლობის გამო რიწის ტბასთან გზაზე ასობით მანქანა ჩარჩა
ოკუპურებულ აფხაზეთში, რიწის ტბასთან დათოვლილ გზატკეცილზე ასობით მანქანა თოვლში ჩარჩა.
ფოტოები და ვიდეო სოციალური ქსელით გავრცელდა.
ბევრი ტურისტი იძულებულია, გზაზე ფეხით იაროს.
გავრცელებული ინფორმაცით, ჩახერგილი ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია თითქმის 70 ერთეული ტექნიკა და 160-ზე მეტი თანამშრომელი.