ირაკლი ლატარია: სამი ათასს დოლარამდე რომ მივუტანო ახლა ხუხაშვილს, ზუსტად ერთ საათში დაწერს – ჩემი პროფილი გატეხესო
ექსპერტი, ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მისამართით პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის Facebook პოსტს გამოეხმაურა.
“სადღაც სამი ათასს დოლარამდე რომ მივუტანო ახლა ხუხაშვილს, ზუსტად ერთ საათში დაწერს – ჩემი პროფილი გატეხესო და ვიღაცამ რაღაცეები დაწერაო და ბოლოში ირაკლი კობახიძეს დაგულავს კიდეც… ამით ყველაფერი ვთქვი..”, – წერს ლატარია.
პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ის საელჩოს განცხადების საპასუხოდ გაკეთებული კომენტარის შეფასებისას დაწერა, რომ “კობახიძე თავისი ტლუ განცხადებებით ვიქტორ ორბანის პაროდიად იქცა. იმ განსხვავებით, რომ იმას თავი ქუდშია აქვს, ამას კი – კულულებში”.