დავით ქართველიშვილი – გია ხუხაშვილზე: ღვარძლს რომ ვერ იკავებ და უსაქმური ჭორიკანასავით “პოლიტოლოგობ”, ცოტა არ იყოს, “ტეხავს”
“ირაკლი კობახიძე მმართველი პარტიის ლიდერია და ამ პოსტზე მორგებულ ფუნქციას მშვენივრად უმკლავდება და “ნაცებსაც” უსრულებს, მათ მეკავშირეებს და “ოცნებაზე” დაბოღმილ ამა თუ იმ ფინანსურ ნაკადების კალაპოტებში ვერმოხვედრილ ფულის მონებსაც”, – წერს ექსპერტი, დავით ქართველიშვილი, რომელიც გია ხუხაშვილის “ფეისბუქ” სტატუს ეხმიანება.
“რისი ექსპერტი ხარო, უკითხავთ ერთხელ – და ძალიან რთული შეკითხვა დამისვითო, დაფიქრებულა. არც ანალიტიკური საქმიანობის მიმართულებით შემხვედრია სადმე, არა და, ანალიტიკურ დანაყოფებში 2002 წლიდან ვმუშაობ და მეცოდინებოდა. აი, მესამე ნიშა ნამდვილად ათვისებული აქვს – დაბოღმილ ვერცხლისმოყვარე ჭორიკანების. 2013 წლისთვის წარმოსახვაში ოქროს პირამიდა რომ გექნება, უკვე აგებული და საპნის ბუშტივით რომ გაგისკდება, მაგრამ ვერშემდგარი “გევურქ გევურქოვის” სინდრომი და არშემდგარი “სახლების მეპატრონის” ფანტომური ტკივილები რომ გაწუხებს დღემდე – ღვარძლს რომ ვერ იკავებ და უსაქმური ჭორიკანასავით “პოლიტოლოგობ”, ცოტა არ იყოს, “ტეხავს”.
ირაკლი კობახიძე მმართველი პარტიის ლიდერია და ამ პოსტზე მორგებულ ფუნქციას მშვენივრად უმკლავდება და “ნაცებსაც” უსრულებს, მათ მეკავშირეებს და ”ოცნებაზე” დაბოღმილ ამა თუ იმ ფინანსურ ნაკადების კალაპოტებში ვერმოხვედრილ ფულის მონებსაც. ფულის სუნზე დაგეშილები კი, ყველაში გულისრევას იწვევენ, “ნაცებშიც” და “ქოცებშიც” და იმ ბიზნესმენებშიც, რომლებსაც თავის ჭკუაში “პალაჟენიას” უყენებდა “პიქსელში” კარდინალივით რომ იჯდა…”, – წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ის საელჩოს განცხადების საპასუხოდ გაკეთებული კომენტარის შეფასებისას დაწერა, რომ “კობახიძე თავისი ტლუ განცხადებებით ვიქტორ ორბანის პაროდიად იქცა. იმ განსხვავებით, რომ იმას თავი ქუდშია აქვს, ამას კი – კულულებში”.