„შინაგან საქმეთა სამინისტრო ნატოსთან თანამშრომლობას აქტიურად გააგრძელებს“

შსს–ს აკადემიაში სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამები განხორციელდება. სამინისტროს საჭიროებების შესაბამისად გადამუშავდება არსებული და შემუშავდება ახალი სპეციალური პროფესიული სასწავლო პროგრამები. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და პოლიციის სფეროებში საერთაშორისო თანამშრომლობა გაღრმავდება.
„ამ კუთხით შსს–ს პრიორიტეტებია: ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობის გაღრმავება, ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, ევროკავშირთან სავიზო დიალოგის ფარგლებში შსს-ს კომპეტენციაში შემავალი საკითხების კოორდინაცია, ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებთან თანამშრომლობის გაღრმავება. იგეგმება ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმება შემდეგი 5 მიმართულებით: 1. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის/პოლიციის სფეროში თანამშრომლობა 2. საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის სფეროში თანამშრომლობა; 3.საგანგებო სიტუაციების სფეროში თანამშრომლობა 4. რეადმისია; 5. მართვის მოწმობების ურთიერთაღიარება. ასევე იგეგმეგბა ევროპოლთან სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის შეთანხმებების გაფორმება; ევროკავშირთან საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმება; „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის სრული იმპლემენტაცია.
პრიორიტეტულია საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარება, მათ შორის საქართველოს პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოების გზით. ევროპული ინტეგრაციის კუთხით შს სამინისტროსთვის პრიორიტეტული იქნება ასოცირების შესახებ შეთანხმების, ასოცირების დღის წესრიგის და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის II ფაზის ეფექტური იმპლემენტაცია. ევროკავშირთან თანამშრომლობის ზემოაღნიშნული ფორმატებიდან აღსანიშნავია შსს კომეპეტენციაში შემავალი შემდეგი მიმართულებები:
1. ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში, ევროკავშირის სამოქალაქო მისიებში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობა. 2. საქართველოსა და ევროკავშირს შორის რეადმისიის (უნებართვოდ მცხოვრებ პირთა დაბრუნება) შესახებ შეთანხმება – რეადმისიის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების გაგრძელება და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად მექანიზმების შემუშავება; 3. საზღვრის ინტეგრირებული მართვა – 2014–2016 წლების ერთ–ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ერთიანი სამთავრობო ძალისხმევისა და დონორთა დახმარების მობილიზებით სასაზღვრო პოლიციის განვითარების კონკრეტული გეგმის შემუშავება და განხორციელება. სასაზღვრო პოლიციის განვითარება დაეფუძნება სისტემური განვითრების პრინციპებს, რაც გულისხმობს მოდერნიზაციის პროცესში პროცედურების სტანდარტიზაციასა და ტექნიკური უნიფიკაციის უზრუნველყოფას, რაც თავისთავად გააძლიერებს საზღვრების უსაფრთხოებასა და დაცულობას, აამღლებს ტრანსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობას. 4. საგზაო უსაფრთხოება – ევროკავშირის შესაბამის სტანდარტების (2006 წლის 20 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/126/EC დირექტივა მართვის მოწმობების თაობაზე) დანერგვა, რაც გულისხმობს მართვის მოწმობების გაცემას ევროპის ქვეყნებში არსებული წესების სრული დაცვით. შედეგად ევროკავშირის ქვეყნებში ქართული მართვის მოწმობების აღიარების პროცესი საგრძნობლად გამარტივდება. 5. სამოქალაქო დაცვა – ევროკავშირთან ეფექტური კომუნიკაციის მექანიზმების უზრუნველყოფა 24 -საათიან რეჟიმში ადრეული შეტყობინებებისა და ფართო მასშტაბიანი საგანგებო სიტუაციების თაობაზე. აგრეთვე, საგანგებო სიტუაციების დროს საერთაშორისო დახმარების მიღებისა და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით ევროკავშირის სახელმძღვანელო პრინციპების დანერგვა მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის მიმართულებით. სამოქალაქო თავდაცვის ინსტიტუტების რეფორმის პროცესის გაგრძელება, რაც გულისხმობს რეაგირებაზე ორიენტირებული სისტემის გარდაქმნას პრევენციაზე ორიენტირებულ სისტემად. ამ მიმართულებით შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის დახვეწასთან ერთად გაგრძელდება რისკების შეფასების სრულყოფილი რუკების შედგენა და რეგიონული რისკების ელექტრო ატლასის დანერგვა ეროვნულ დონეზე, აგრეთვე, ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრთან (Joint Research Centre of the European Commission) თანამშრომლობის გზით ევროპის წყალდიდობების შეტყობინების სისტემასთან (EFAS) მიერთება და საქართველოში ამ სისტემის დანერგვის ინიცირება; 6. პერსონალურ მონაცემთა დაცვა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ინსტრუქციის იმპლემენტაცია და მონაცემთა დაცვის ევროპული სტრანდარტების დანერგვა; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობა“,-განაცხადა შს მინისტრმა და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას ნატოსთან, როგორც არსებული თანამშრომლობის ფორმატში, აგრეთვე უელსის სამიტის შემდგომ, თანამშრომლობის ახალი პერსპექტივებიდან გამომდინარე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები