მოსკოვი სამხედრო მოქმედებების პარალელურად, მოლაპარაკებების მზადყოფნაზე საუბრობს
რუსეთის შეიარაღებული ძალები წარმატებით ურტყამენ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურას, თუმცა მოსკოვი კვლავ დაინტერესებულია მოლაპარაკებების გაგრძელებით,- ამის შესახებ ჟურნალისტებს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
მან აღნიშნა, რომ მტერი აგრძელებს რუსეთის ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას.
მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები თავიანთ ამოცანებს ასრულებენ.
“დარტყმები წარმატებული იყო, სამიზნეები განადგურებულია. სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა.