ურსულა ფონ დერ ლაიენი ტრამპსა და ზელენსკის ესაუბრა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, კიევზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ სატელეფონო საუბრები გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა მივიდეს.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინისთვის, მტკიცე და სანდო უსაფრთხოების გარანტიებით, რომელიც ქვეყანას ფოლადივით მტკიცედ აქცევს. ევროპა სრულად შეასრულებს თავის როლს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები