ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსული ვაქცინის 1500 დოზა მიიღო

ოკუპირებულმა აფხაზეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის “სპუტნიკ ლაითის” კიდევ 1500 დოზა მიიღო.

ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ე.წ. უწყება მოქალაქეებს რევაქცინაციის გავლისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ იმუნიზაციის პუნქტები ხვალიდან მიიღებენ აცრის მსურველებს.

23 ნოემბრის მონაცემებით ოკუპირებულ აფხაზეთში 14 378 ადამიანია ვაქცინირებული.

რუსული ვაქცინის “სპუტნიკ V” – ის მორიგი პარტია, 6 ათასი დოზა, სოხუმში 16 ნოემბერს ჩაიტანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები