რუდენკო: 21 დეკემბერს სოხუმში შექმნილი კრიზისი გამოწვეული იყო ოპოზიციურად განწყობილ მომიტინგეთა უკანონო ქმედებებით
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებით, მოსკოვი ყურადღებით აკვირდება ოკუპირებულ აფხაზეთში შიდაპოლიტიკური ვითარების განვითარებას.
ამის შესახებ დიპლომატმა “რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა.
“ჩვენი ქვეყნები თანმიმდევრულად აშენებენ და აძლიერებენ მრავალგეგმიურ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს. ამავდროულად, უცვლელი რჩება თანასწორობის, სუვერენიტეტის ურთიერთპატივისცემისა და საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპები, რომლითაც მხარეები ხელმძღვანელობდნენ მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა.
რესპუბლიკისთვის დახმარების გაწევისთვის მნიშვნელოვანი მატერიალური და ფინანსური რესურსებია გამოყოფილი. აქ უპირველესი ამოცანაა: სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, ხალხის ცხოვრების რეალური გაუმჯობესება. თუმცა, აფხაზეთის ეკონომიკაში არსებული ყველა პრობლემა, რომელიც სერიოზულად დაზარალდა საქართველოდან განხორციელებული აგრესიით და მრავალწლიანი ბლოკადით, დღემდე არ არის მოგვარებული.
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საკავშირო რესპუბლიკაში შიდაპოლიტიკური ვითარების განვითარებას. აღვნიშნავთ, რომ 21 დეკემბრის შემდეგ, ეტაპობრივად იკლებს კრიზისის სიმძიმე, რომელიც გამოწვეული იყო სოხუმში ოპოზიციურად განწყობილი მომიტინგეების ცალკეული წარმომადგენლების უკანონო ქმედებებით”, – თქვა დიპლომატმა.