თამარ გაბუნია: ჯანდაცვის ახალ მინისტრთან დაკავშირებული საკითხი ვფიქრობ, მომდევნო კვირაში ცნობილი უნდა გახდეს
“ვფიქრობ, მომდევნო კვირაში ეს საკითხი ცალსახად ცნობილი უნდა გახდეს”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კითხვას, თუ როდის ელოდება უწყება ახალ მინისტრს.
ჟურნალისტის კითხვაზე, ახალი მინისტრის სურვილის შემთხვევაში, გამოთქვამს თუ არა დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის მზაობას, გაბუნია პასუხობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია სამინისტრომ საქმეები განაგრძოს, რომელზეც ახლა მიდის მუშაობა.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაბარების პროცესი იყოს უპრობლემო, კონსტრუქციული და ის საქმეები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროში მე ვმართავდი არ შეწყდეს, შესაბამისად, ჰქონდეს სათანადო გაგრძელება. ამდენად, მინისტრი სამინისტროში როგორც კი მოვა ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ და ჩამოვყალიბდებით“, – აცხადებს გაბუნია.