ამირან გამყრელიძე: დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში „ომიკრონის“ 51 შემთხვევაა დადასტურებული, კვლევაშია კიდევ რამდენიმე ათეული შემთხვევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განხადებით, ამჟამად ქვეყანაში „ომიკრონის“ 51 შემთხვევაა დადასტურებული.

მისივე თქმით, კვლევაშია რამდენიმე ათეული შემთხვევა.

„დღევანდელი მონაცემებით, „ომიკრონის“ 51 შემთხვევაა ქვეყანაში ლაბორატორიულად დაფიქსირებული, როგორც სექვენირებით, ისე სპეციფიური “პსრ” ტესტებით. ასევე კვლევაშია კიდევ რამდენიმე ათეული შემთხვევა. 18 წლამდე 5 ბავშვი გახლავთ, აქედან ერთი არის სტაციონარში, მაგრამ მას ძირითადი, სხვა დაავადება აქვს, ამის გამოა სტაციონარში და არა „ომიკრონით“ ინფიცირების გამო.

დარწმუნებული ვარ, მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში შემთხვევების ზრდა გვექნება, მაგრამ თუ ჩვენ სხვადასხვა ქვეყანას დავაკვირდებით, განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, საიდანაც „ომიკრონი“ დაიწყო, ჯერჯერობით, მას მძიმე კლინიკური მიმდინარეობა არ ახასიათებს. ვადასტურებთ, რომ ზრდა გვექნება“,-განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები