“ის არის სულგრძელობის, თავმდაბლობის, სიკეთისა და სიყვარულის მაგალითი მთელი ერისთვის” – კახა კალაძე ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44-ე წლისთავს ულოცავს

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44-ე წლისთავს ულოცავს.

„დიდია ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე უწმინდესის ღვაწლი. მისი ავტორიტეტი სცდება საქართველოს ფარგლებს. ის არის სულგრძელობის, თავმდაბლობის, სიკეთისა და სიყვარულის მაგალითი მთელი ერისთვის.
ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს დღეგრძელობას და ჯანმრთელობას საქართველოს საკეთილდღეოდ“, – წერს კახა კალაძე ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები