“ნაჭრის ნიღბები მხოლოდ სახის დეკორაციაა” – მეცნიერი ამბობს, რომ ომიკრონის დროს მხოლოდ სამედიცინო ნიღბების ტარებაა საჭირო
სწრაფად გადამდები ომიკრონის გავრცელების პარალელურად, ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ მოსახლეობამ სწორად უნდა შეარჩიოს ნიღაბი და ნაჭრის ნიღბებზე უარი უნდა თქვას.
“ნაჭრის ნიღბები სახის დეკორაციაა, ომიკრონის პირობებში მათი გაკეთება უადგილოა. ამას ამბობენ მეცნიერები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები უკვე უამრავი თვეა,” – განაცხადა სამედიცინო ანალიტიკოსმა ლინა უენმა CNN-თან.
მისივე თქმით, აუცილებელია, სულ მცირე სამშრიანი ქირურგიული ნიღბის ტარება, რომელიც უამრავ აფთიაქსა და მაღაზიაში იყიდება.
“შეგიძლიათ, ნაჭრის ნიღაბი სამედიცინოს ზემოდან გაიკეთოთ, თუმცა არ ატაროთ მხოლოდ ნაჭრის პირბადე,” – განაცხადა სპეციალისტმა,
უენის თქმით, იდეალურია, თუ მოიხმარენ KN95, ან N95 ნიღბებს, რომელიც შედარებით ძვირი ღირს, თუმცა სახეზე უკეთესად ერგება და იცავს ადამიანს წვრილი ნაწილაკებისგანაც კი, რომ არ მოხვდეს ცხვირსა თუ პირის ღრუში.