ცესკო-ს თავმჯდომარე, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, “ბუსტერ” დოზით აიცრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდიმარე, გიორგი კალანდარიშვილი ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრა.
მას ვაქცინაცია თბილისის “რესპუბლიკურ საავადმყოფოში” ჩაუტარდა.

“საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოება. პანდემიის პირობებში მივიღე გადაწყვეტილება, რომ მივცე მაგალითი ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს, როგორც მთავარმა საარჩევნო ადმინისტრატორმა. შესაბამისად, დღეს კოლეგებთან ერთად ,,ბუსტერ,, დოზით ავიცერი

მინდა, მოვუწოდო ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს და  ჩვენს ყველა თანამოქალაქეს, რომ ერთმანეთს შევუწყოთ ხელი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ავიცრათ და დავიცვათ ყველა მნიშვნელოვანი წესი, რათა მოვახდინოთ პრევენცია და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მნიშვნელოვან პროცესში”, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები