ესპანეთში ვაქცინაციის პუნქტების მოწყობაში სამხედროები ჩაერთვებიან
ესპანეთის მთავრობა პირბადის გარე სივრცეში ტარებას კვლავ სავალდებულოს გახდის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერმინისტრი, პედრო სანჩესი სპეციალური ბრძანების გამოცემას გეგმავს.
პედრო სანჩესის განცხადებით, ის ასევე გეგმავს, იმუნიზაციის ახალი ცენტრების მოსაწყობად რეგიონებს შეიარაღებული ძალები დაახმაროს. მთავრობის პირველ პრიორიტეტად კი ქვეყნის პირველმა პირმა 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის „ბუსტერდოზებით“ ვაქცინაცია დაასახელა.
ადგილობრივმა მთავრობამ კატალონიაში, რეკორდულად მაღალი ინფიცირების მაჩვენებლის გამო, უმკაცრესი ზომები მიიღო. რეგიონში ღამის 1-ელი საათიდან კვლავ ამოქმედდება ე.წ. კომენდანტის საათი. არანაკლებ მკაცრი რეგულაციები მოქმედებს ქვეყნის სხვა პროვინციებში.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის მოსახლეობის 80%-ზე მეტი „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ სრულად არის ვაქცინირებული, თუმცა, ინფიცირების სწრაფად გავრცელების გამო, კოვიდრეგულაციები უფრო და უფრო მკაცრდება.
წყარო:https://www.euronews.com