ამირან გამყრელიძე: ევროპაში “ომიკრონი” დომინანტური შტამი იანვრის შუა რიცხვებიდან გახდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ევროპაში “ომიკრონი” დომინანტური შტამი იანვრის შუა რიცხვებიდან გახდება.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,
ქვეყნებში, სადაც უკვე “ომიკრონი” გამოვლინდა, გაზრდილი შემთხვევების ფონზე, ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე უკვე სერიოზული ხდება.

„ევროპის რეგიონში “ომიკრონი” დომინანტური შტამი უკვე იანვრის შუა რიცხვებიდან გახდება. ასეთია პროგნოზი. ამ ეტაპზე, ინფექციის მიმდინარეობა საშუალო სიმძიმისაა იმ ქვეყნებში, სადაც გამოვლინდა. თუმცა, გაზრდილი შემთხვევების ფონზე ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე უკვე სერიოზული ხდება. გამოწვევა ჩვენთანაც სერიოზულია. მოგეხსენებათ, რომ 2 დადასტურებული შემთხვევის შესახებ ორშაბათს ვისაუბრე, რაც შაბათს უკვე დადასტურებული იყო. ორივე ახალგაზრდა ადამიანია, 25 წლის ქალი და 26 წლის მამაკაცი. ერთს მოგზაურობის ისტორია აქვს აშშ-ში, მეორეს – დუბაიში. მათ ჰქონდათ საკმაოდ ბევრი კონტაქტი და ამ კონტაქტების კვლევიდან გუშინ კიდევ დამატებით 22 შემთხვევა დავადასტურეთ. ამ შემთხვევებიდან ზოგიერთი კონტაქტია, ამავე დროს, დამოუკიდებელი შემთხვევებიც, რომელიც თითქმის ყველა შემოტანილია. 9 შემთხვევა შემოსულია დუბაიდან ერთი თვითმფრინავით, რომლებიც “ფორმულა ერთის” ღონისძიებაზე გახლდნენ. ერთი შემოსულია ბუდაპეშტიდან, ერთი შემთხვევაა ლონდონიდან, 2 შემთხვევა თურქეთის გავლით აფრიკის ქვეყნებიდან, ასევე, 1 შემთხვევაა აშშ-დან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები