თამარ გაბუნია: “მწვანე პასპორტის” კრიტერიუმები, ჯერჯერობით, არ იცვლება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე, ე.წ.  მწვანე პასპორტის მინიჭების კრიტერიუმები უცვლელი რჩება.
მისი თქმით, აქცენტი არსებულის აღსრულების კონტროლზე კეთდება.
„ჯერჯერობით, ე.წ. მწვანე პასპორტის კრიტერიუმები არ იცვლება. ყველაფერი რჩება ისე, როგორც აქამდე იყო. აქცენტი კეთდება აღსრულების კონტროლსა და იმაზე, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად ეფექტური იყოს“, – აცხადებს თამარ გაბუნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები