კოვიდგადატანილმა და ორჯერადად აცრილმა როდის უნდა გაიკეთოს “ბუსტერ” დოზა – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება
მას შემდეგ, რაც ქვეყანა “ომიკრონის” გამოწვევის წინაშე დადგა, კიდევ უფრო აქტუალური გახდა ვაქცინის “ბუსტერ” დოზების გაკეთების საკითხი.
თუმცა, “ბუსტერ” დოზის მსურველთა შორის აქტუალურია კითხვა, თუ როდის უნდა გაიკეთოს “ბუსტერ” დოზა ადამიანმა, რომელმაც პირველი ორი დოზის შემდეგ ინფექციაც გადაიტანა. ამ კითხვას “რუსთავი 2-ის” ეთერში ბიძინა კულუმბეგოვმა უპასუხა:
“ყველაზე კარგი, მანეიტრალიზირებელი ძალის ანტისხეულები აქვთ იმ ადამიანებს სისხლში, ვისაც აქვს გადატანილი ინფექცია და ვაქცინა გაკეთებული, ამათ ეძახიან ე.წ. სუპერ იმუნიტეტის მქონე ადამიანებს, ჰიბრიდული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს. ამ შემთხვევაში, როდესაც “ომიკრონის” გამოწვევის წინაშე ვდგევართ, ვადები უნდა იყოს შემდეგნაირად დაცული – თუ მე მაქვს ვაქცინა გაკეთებული “სინოფარმი”/”სინოვაკი” 3 თვის შემდეგ შემიძლია ბუსტერი, “ფაიზერზე” და “ასტრაზენეკაზე” 5 თვის მერე. მაგრამ ამასობაში მე თუ დამემართა ინფექცია, ინფექციის გადატანიდანაც გასული უნდა იყოს 30 დღე და მეტი. ორივე ვადა როდესაც იქნება თანხვედრაში, ანუ გასული პერიოდი და გადატანიდან 30 დღე, შემიძლია, წავიდე და გავიკეთო ბუსტერული დოზა,” – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.