მაია ჩხაიძე – „ომიკრონზე“: განსაკუთრებული სამიზნე ამ შემთხვევაშიც ბავშვები არიან
“უკვე 2-3 კვირაში უფრო მეტი დაავადებული გვეყოლება, ვინაიდან „ომიკრონი“ 3-ჯერ მეტად გადაეცემა, ვიდრე – მისი წინამორბედი შტამები”, – ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, განსაკუთრებული სამიზნე ამ შემთხვევაშიც ბავშვები არიან.
„განსაკუთრებული სამიზნე აქაც ბავშვთა კონტიგენტია. ავადობის 10 პროცენტი ბავშვებში წლამდე ასაკზე მოდის და ჰოსპიტალიზაციის პროცენტი მსოფლიოში 20%-თაა გაზრდილი. რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, ამ ეტაპზე, 7 კლინიკაა ჩართული კოვიდმიმღებად და ამ 7 კლინიკიდან რა საწოლებიცაა კლინიკის ბაზაზე, მაქსიმალურად ათვისებულია. არ ვიცი, რამდენად შეძლებს სახელმწიფო დამატებითი საწოლების გამოყოფას“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში გუშინ “ომიკრონის” ორი შემთხვევა გამოვლინდა.