საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილულ საკითხებს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. ერთ-ერთი ინიციატორის, ვლადიმერ კახაძის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ქვეყნის შესაბამის უწყებებს 2022 წლის 1 იანვრის შემდეგაც ექნებათ შესაძლებლობა განაგრძონ ეფექტიანი ბრძოლა კორონავირუსით (COVID-19-ით) გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ და კვლავ გაატარონ შექმნილი ვითარების გამკლავებისკენ მიმართული ყველა აუცილებელი ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიებები.

დღესვე კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში” შესატან ცვლილებას, რომელიც კოვიდით გამოწვეული დანაკარგების ერთგვარ კომპენსაციას ეხება. ერთ-ერთი ინიციატორის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შედეგად, მოვაჭრეებს მიეცემათ დრო და შესაძლებლობა, სამუშაო ადგილების დაკარგვის გარეშე, უმტკივნეულოდ უპასუხონ საგადსახადო კოდექსის ახალ მოთხოვნებს სალარო-აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში ასევე შედის ცვლილება, რომელიც კომიტეტმა მეორე მოსმენით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიღების შედეგად, გაუმჯობესდება პირობები საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებისათვის.

საგადასახადო ორგანოდან შესაბამისი ინფორმაციის მიღება სააგენტოსთვის გახდება ქმედითი ბერკეტი ეფექტიანად უზრუნველყოს საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და სააგენტოს საშუალება მიეცემა მეტად ეფექტურად განახორციელოს შესაბამისი მონიტორინგი. დეპუტატებმა განიხილეს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (COVID-19-ის ვაქცინის მხარდამჭერი პროექტი აზია-წყნარი ოკეანეთის ვაქცინის ხელმისაწვდომობის ფარგლებში – სწრაფი რეაგირების კომპონენტი)” .ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის გამოყოფს სესხის სახით 12 მლნ 179 000 ევროს, რომელიც მოხმარდება ვაქცინების შესყიდვას, ასევე მის ტრანსპორტირება და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს. მისივე თქმით, სესხის ხანგრძლივობა 10 წელია.

კომიტეტმა განიხილა ასევე თანმდევი ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს 464 ათასი ევროს გამოყოფა იმ ჯგუფის მხარდასაჭერად, რომელიც უზრუნველყოფს ვაქცინების შესყიდვას და ლოჯისტიკას. დღესვე დეპუტატებმა იმსჯელეს „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს შორის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში „ჰორიზონტი” ევროპა” საქართველოს მონაწილეობის შესახებ” საერთაშორისო შეთანხმების შესახებ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ვალერიან გობრონიძის განმარტებით, შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს ასოცირებულ წევრად მიერთებას ევროკავშირის პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა”.

კომიტეტმა განიხილა ასევე „საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის” პროგრამაში (2021-2027) საქართველოს მონაწილეობის შესახებ” შეთანხმება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, იოსებ ბაღათურია განცხადებით, შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის კულტურის სფეროში ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობას ითვალისწინებს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა სხდომაზე განხილულ კანონპროექტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები