ამირან გამყრელიძე: როგორც ვიგებ, ყველა საკვები ობიექტი აღარ ითხოვს „მწვანე პასპორტს“, ყურადღება მოდუნდა

“რა ინფორმაციასაც მაძლევენ, იმ საკვებ ობიექტებში, სადაც ადამიანები შედიან, ყველა აღარ ითხოვს „მწვანე პასპორტს“. ამ მიმართულებით საჭიროა აღსრულების გამკაცრება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ზოგი ითხოვს და ეს მეც გამოვცადე. ერთ-ორ ადგილას სპეციალურად შევედი და რამდენიმე ორგანიზაციაში მომთხოვეს, რაც კარგია, მაგრამ ზოგ ადგილას უკვე აღარ ითხოვენ და ყურადღება მოდუნდა. სულ უფრო და უფრო მეტი შემოძახილი და გამკაცრება გვჭირდება, პირველ ყოვლისა – „მწვანე პასპორტის“ აღსრულების, პირბადის ტარების და სხვა საკითხების გარშემო“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები