ამირან გამყრელიძე: „ომიკრონის“ შემთხვევების დაფიქსირების გამო ეპიდსიტუაციის სწრაფ გაუარესებას არ ველოდები, ყოველ შემთხვევაში, ახალ წლამდე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა, ეპიდვითარების სწრაფად გაუარესებას არ ელის.

გამყრელიძე ვარაუდობს, რომ “დელტა” ვარიანტის ახალი შტამით ჩანაცვლებას დაახლოებით 2 თვე დასჭირდება.

„ომიკრონის“ შემოსვლას საზღვარი ვერ დაიცავს და ველოდებოდით, რომ დაფიქსირდებოდა. რომ გითხრათ, ის დაუყოვნებლივ, დღეს და ხვალ იმოქმედებს ეპიდსიტუაციაზე-მეთქი, მართალი არ ვიქნები. ასე არ იქნება. სტაბილიზაციისკენ სვლა გარკვეულწილად გაგრძელდება, მაგრამ „დელტა“ შტამის ამ ახალი შტამით ჩანაცვლებას ალბათ დაახლოებით ორი თვე მაინც დასჭირდება. ვნახოთ, დავაკვირდეთ. ვინაიდან „ომიკრონი“ დაფიქსირდა, ეპიდსიტუაციის სწრაფ გაუარესებას არ ველოდები. ყოველ შემთხვევაში, ახალ წლამდე. შემდეგ ნელ-ნელა თუ გავრცელდა, იმ სისწრაფით, რაც ახასიათებს, რა თქმა უნდა, იქნება ჯანდაცვის სისტემის დატვირთვა, მაგრამ იმედი გვქვს, რომ შემთხვევების ძირითადი ნაწილი იქნება ამბულატორიული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები