რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში – ბოლო 24 საათის სტატისტიკა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 2 792-მა ადამიანმა გაიკეთა.
Stopcov-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სულ ქვეყანაში 2 384 360 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 910 456 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 863 076, გარდაიცვალა 13 116 პაციენტი.