ბოლო ერთ კვირაში სპეცოპერაციების შედეგად პოლიციამ „ქურდული სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 14 პირი დააკავა

ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ გახდა ცნობილი. როგორც უწყებაში ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადეს, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით პოლიციამ 5 პირი დააკავა.

სამი დღის წინ, ასევე სპეცოპერაციების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავა.

ერთ კვირაში 14 კრიმინალის დაკავება, რომლებიც “ქურდული სამყაროს” სასარგებლოდ მოქალაქეებს აშანტაჟებდნენ და თანხებს სძალავდნენ სამართალდამცველების ეფექტიან მუშაობაზე მიუთითებს, თუმცა საყურადღებო ფაქტია. 

თუმცა, ამ დღეებში ასევე ცნობილი გახდა, რომ პოლიციის მიერ “ქურდული სამყაროს” წევრობისთვის და მიმართვისთვის ზაფხულში დაკავებული პირებიდან რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა  5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ვინ იყვნენ ის პირები ვინც მოსამართლემ გაათავისუფლა და რა კრიმინალურ გარჩევებში მონაწილეობდნენ, “კვირამ” ამ თემასთან დაკავშირებით მკითხველს გუშინ უკვე აცნობა.

ამ თემას ექსპერტები გამოეხმაურნენ, რომლებმაც ყურადღება “კრიმინალურ მენტალიტეტთან” ბრძოლაში მართლმსაჯულების სისტემის ერთიანობაზე გაამახვილეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები