გიორგი გაბუნია: ქართული საზოგადოებისთვის „ნაცმოძრაობა“ დიდი ხანია პოლიტიკურად დამთავრებულია

“ეს პარტია არის აბსოლუტურად გაკოტრებული. არანაირი რესურსი იმისა, რომ საზოგადოებას ესაუბრონ, საზოგადოების წინაშე გამოვიდნენ, ილაპარაკონ, მათ არ გააჩნიათ”, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ „ნაციონალური მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული საზოგადოებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია პოლიტიკურად დამთავრებულია.

„სააკაშვილი ვერ ეგუება იმას, რომ ეს პარტია ბოლომდე მის ხელში არ იყო და ყველანაირად ცდილობს, საკუთარი ერთგული მარიონეტები შიგნით ჩასვას. ეს ჩვენთვის და არც საზოგადოებისთვის უკვე საინტერესო აღარ არის. ქართული საზოგადოებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია პოლიტიკურად დამთავრებულია. რაც შეეხება სამართლებრივად, მნიშვნელოვანია, რომ მათ არსებობას საბოლოო წერტილი დაუსვას საკონსტიტუციო სასამართლომ.

დიდი ხანია, უკვე საზოგადოებისთვის არაფერი შეუთავაზებიათ და აღარ არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესში. ერთადერთი მათი მისია არის გარე დავალება, გარე დაფინანსება და ამ დაფინანსების შედეგად ქვეყანაში რევოლუციური პროცესების წამოწყება“, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები