შალვა ოგბაიძე: წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება გრძელდება

საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, შალვა ოგბაიძის, გამოსვლა დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას მიეძღვნა.

„კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირება შესრულდა ავჭალაში, ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე. აქ მცხოვრებ მოსახლეობას უგზოობის საკითხი აწუხებდა. რამდენიმე დღეში შესაბამის კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება დასრულდება და ამ ქუჩებზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყება“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ საკრებულოს სხდომაზე.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ასევე სიახლეა კონიაკის დასახლებაში, წყალსადენის ქუჩაზე, სადაც სასტუმრო „ბახტრიონში“ დევნილები ცხოვრობენ – მათ საცხოვრებელ შენობაში სრულიად ახალი ლიფტი დამონტაჟდა.

„სასტუმრო „ბახტრიონში“ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქე დევნილებისთვის სრულიად ახალი ლიფტი ამოქმედდა. დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად სასტუმროში ვიმყოფებოდი,  დევნილ მოსახლეობას შევხვდი და მათ საჭიროებებს გავეცანი“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები