ზურაბ ქადაგიძე: რუსთავში მოსამართლემ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 5 პირი სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

“მიუხედავად იმისა, რომ მედიით ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ებრძვის ორგანიზებული დანაშაულს, ფაქტია, სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს პოლიციას. მაგრამ აქ ყველაზე მთავარი იცით რა არის, თურმე ამ დროს, არის მოსამართლე, რომელიც ამ დანაშაულში მხილებულ და ბრალდებულ პირებს სულ რაღაც 5000 ლარის სანაცვლოდ გარეთ უშვებს”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი, ზურაბ ქადაგიძე წერს.

​როგორც ქადაგიძე აცხადებს, რუსთავში საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

“ყოველდღიური ურთიერთობები რომ მაქვს უამრავ ადამიანთან როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, ეს არახალია, ყოველი შეხვედრა კი საშუალებაა გაიგო ახალი ამბავი. გუშინ გავიგე, რომ რუსთავში, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 5 პირი სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ეს ის პირები არიან, ვისაც რუსთავში მოწყობილი ჰქონდათ სპეციალური სივრცე, სარდაფი – სადაც ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ და უამრავ პატიოსან მშრომელ ადამიანს აშანტაჟებდნენ, აშინებდნენ და ბოლო კაპიკებს ართმევდნენ.
ამის შესახებ ჩემმა რუსთაველმა ნაცნობმა მითხრა რომელიც წუხდა აღნიშნულის შესახებ. თავად რუსთაველია და გაბრაზებას ვერ მალავდა რუსთაველი მოსამართლის, ეკატერინე პართენიშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
ზუსტად ვიცი მისნაირი ბევრია. მას უკვირს, რა ინტერესით იხელმძღვანელა მოსამართლემ, რომელიც ასევე რუსთავში ცხოვრობს ოჯახთან ერთად, თითონ როგორ გრძნობს თავს უსაფრთხოდ როდესაც ასეთ საქმეში ბრალდებულს გარეთ უშვებს.
მხოლოდ ამ საქმეში დაკავებულების ფარული ჩანაწერების მოსმენაა საკმარისი რომ მიხვდე, რასთან გვაქვს საქმე.
ბუნდოვანია დაზარალებული პირების ინტერესები და მათი უსაფრთხოება ამ გადაწყვეტილებაში გაითვალისწინა თუ არა ქალბატონმა ეკატერინემ.
მიუხედავად იმის რომ მედიით ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ებრძვის ორგანიზებული დანაშაულს, ფაქტია სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს პოლიციას. მაგრამ აქ ყველაზე მთავარი იცით რა არის, თურმე ამ დროს, არის მოსამართლე, რომელიც ამ დანაშაულში მხილებულ და ბრალდებულ პირებს სულ რაღაც 5000 ლარის სანაცვლოდ გარეთ უშვებს.
საფრთხეში აყენებს ყველა იმ პირს, ვისთანაც მათ ქონდათ შეხება, და ყველაზე მთავარი ისაა რომ ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა.
არადა, ძალიან ბევრმა მაგალითმა აჩვენა, რომ მართლმსაჯულების სისტემის ერთიანობა და დანაშაულის მიმართ ერთიანი სახელმწიფო მკაცრი პოლიტიკის გატარება არის მხოლოდ შედეგიანი. ვწუხვარ, რომ ასეთი ინდივიდუალური გადაწყვეტილებები კონკრეტული მოსამართლეების მიერ, ხელს უშლის სწორედ ამას”, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები