ბექა დავითულიანი: კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ მშენებლობასთან დაკავშირებით სპეკულაციები არ სრულდება

„კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ მშენებლობასთან დაკავშირებით სპეკულაციები არ სრულდება. კარგია, რომ ჩვენი კოლეგები ამ ინვესტიციას უკვე თავადაც ე.წ არაბულ ქალაქს უწოდებენ, რადგან ე.წ.-ის წინსართად გამოყენება უკვე მათთვისაც ნიშნავს, რომ ის მართლაც არავითარი არაბული ქალაქი არ არის “, – ასე გამოეხმაურა საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა დავითულიანი ოპოზიციონერი კოლეგების ბრალდებებს კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე კომპანია „იგლ ჰილსის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით.

ბექა დავითულიანის განცხადებით, ამ ქალაქის ახალ მშენებლობებში დაახლოებით 10-12 % უცხოელი იძენს ქონებას.

„რატომ მოუნდება მაინცდამაინც კრწანისის ტყე-პარკში, მაინცდამაინც ფონიჭალის მიმდებარედ არაბ მილიონერს გადმოსვლა და დასახლება, თუ არ სახლდება დღეს, მაგალითად, ტაბახმელაში ან სხვაგან?! ნაკლები სიმწვანეა სხვაგან? თუ ფული არ ყოფნით რომ იქ იყიდონ? იქ მშენებლობა თბილისისთვის დიდი პრობლემააო და სამშენებლო ტერიტორიის 80 %-ზე მეტი თბილისს საერთოდ არ ეკუთვნის და გარდაბანს განეკუთვნება.

ამ თემაზე სპეკულაციას უნდა მოვრჩეთ. კეთდება განაშენიანების რეგულირების გეგმა და ამ გეგმის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერ გავაკეთებდით ამხელა პროექტს.

რაც შეეხება ხელშეკრულების საიდუმლო პუნქტს, პრაქტიკულად ყველა დიდ საერთაშორისო პროექტს აქვს კომერციული საიდუმლოების მუხლი და ეს საერთაშორისო პრაქტიკაა. ამიტომაც სპეკულაციებს ამ თემაზე უნდა მოვრჩეთ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა საკრებულოს სხდომაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები