რომან კაკულია: ნატოს სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ ეს არ არის ბრძოლა დემოკრატიულ ქვეყნებსა და ავტორიტარულ სახელმწიფოებს შორის, არამედ ეს არის ცივილიზაციური გარდატეხა

“ნატოს სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ ეს არ არის ბრძოლა დემოკრატიულ ქვეყნებსა და ავტორიტარულ სახელმწიფოებს შორის, არამედ ეს არის ცივილიზაციური გარდატეხა,”- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ „დღის ქრონიკაში“ ნატოს სამიტზე საუბრისას განაცხადა.

„სამიტმა ძალიან მკაფიოდ აჩვენა, რომ ეს არ არის ბრძოლა დემოკრატიულ ქვეყნებსა და ავტორიტარულ სახელმწიფოებს შორის, არამედ ეს არის ცივილიზაციური გარდატეხა, როდესაც ძალა ხდება წამყვანი ინსტრუმენტი. სამწუხაროდ, ილუზია იმისა, რომ მორალური კონსენსუსი შეიძლებოდა ყოფილიყო მიღწეული მშვიდობა, რისკენაც თითქოს ეს 500-წლიანი პროექტი მიისწრაფოდა, სამწუხაროდ ამ შედეგამდე მივიდა. ამიტომ, ჩემი დასკვნა ამ სამიტის მიმართ არის ის, რომ ამ სამიტის გადაწყვეტილებამ უფრო მძაფრი გახადა უსაფრთხოების გამოწვევები. ჩვენ ყველანი მივუახლოვდით იმ სიტუაციას, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში, რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა.
გამოდის, რომ ფაქტობრივად ლეგიტიმაცია შემდგომი ესკალაციის ეტაპზე გადასვლისათვის, ეს იყო ნატოს გადაწყვეტილება. ნატომ ლეგიტიმაცია მისცა იმას, რომ ესკალაცია გადავიდა შემდეგ ეტაპზე“, – აღნიშნა კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები