ცნობილი ხდება, რომ მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის რუსთავის რაიონული პროკურატურის თანამშრომლების მიერ მიმდინარე წლის ზაფხულში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული 27 პირიდან ხუთი პირი: ს.მ., ლ. ტ. , ლ. ვ., მ.ფ. და გ. ბ. გირაოს სანაცვლოდ, ბუნდოვანი მოტივით გაათავისუფლა.
ქურდული გარჩევები, სხვადასხვა დანაშაულის ორგანიზება, ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა ფინანსური სარგებელის, კრიმინალური ძალაუფლების მოპოვების მიზნით, ე.წ. ობშიაკის შეკრება – ეს იმ დანაშაულების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილის გადაწყვეტილებით გათავისუფლებული პირები იყვნენ ჩართულები.
აღნიშნული პირების, ასევე ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის მათთან ერთად, მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად ზაფხულში დაკავებული სხვა პირების კრიმინალური ქმედებების შედეგად ასზე მეტი მოქალაქე დაზარალდა.