თამთა მეგრელიშვილი: ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით – მხოლოდ შსს-ს მიერ გავრცელებულ მასალას რომ მოუსმინოთ, აქედან მიხვდებით, რა სისასტიკეს ჩადიოდნენ ადამიანები

დღეს ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 5 პირი სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ეს ის საქმეა, ზაფხულში პოლიციამ ხმაურიანი სპეცოპერაციის შედეგად 27 პირი რომ დააკავა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი წერს.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი რჩება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კანონში შესული ცვლილებებით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებები გახდა ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, “ქურდული შეკრების” ორგანიზება, “ქურდული სამყაროს” წევრისთვის/”კანონიერი ქურდისთვის” მიმართვა და გამკაცრდა სასჯელის ზომები “ქურდული სამყაროს” წევრობისა და “კანონიერი ქურდობისთვის”.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის ზაფხულში უპრეცედენტო სპეცოპერაცია ჩაატარა და „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით 27 პირი დააკავა, 4 პირს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრალი წარედგინა. დაკავების ღონისძიებებს წინ უძღვოდა ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები, მათ შორის სასამართლოდან აღებული განჩინებები. ბრალდებულების კრიმინალური ქმედებებს 100-მდე დაზარალებული მოქალაქე ჰყავდა.
პოლიცია სასამართლოს შესაბამისი განჩინებებით მრავალი თვის განმავლობაში მუშაობს მტკიცებულებების სტანდარტის შექმნაზე, ამავე დროს, იცავს ე.წ. ქურდული სამყაროსგან დაზარალებული ადამიანების უსაფრთხოებას და შემდეგ ამ ყველაფრის გაქარწყლება ხდება ზოგიერთი მიკერძოებული მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად.
დღეს ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ეს ის საქმეა, ზაფხულში პოლიციამ ხმაურიანი სპეცოპერაციის შედეგად 27 პირი რომ დააკავა.
ასევე ცნობილი ხდება რომ 2019 წელს ჩატარებული ხმაურიანი სპეცოპერაციის მონაწილეებიც გამოუშვია გასულ ზაფხულს. უცნაურია, ქალბატონი მოსამართლე რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით ათავისუფლებს ორგანიზებული დანაშაულის სავარაუდო მონაწილეებს, რუსთაველ ბრალდებულებს – თავადაც რუსთავში მცხოვრები.
წარმოიდგინეთ, ახლა ეს ადამიანები ქუჩაში დადიან, შესაძლოა – ამ სისასტიკის მსხვერპლი, რაც უკვე ვნახეთ, სავარაუდოდ, მათ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ისევ გახდეს ნებისმიერი მოქალაქე, განსაკუთრებით რუსთაველები. არადა, მოსამართლეც რუსთაველია.
რასთან გვაქვს საქმე, მხოლოდ შსს-ს მიერ გავრცელებულ მასალას რომ მოუსმინოთ აქედან მიხვდებით რა სისასტიკეს ჩადიოდნენ ადამიანები.
ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით”, – წერს მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები