ესპანეთში მღვდელს ქალების გაუპატიურებისთვის 52 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ესპანეთის ქალაქ მალაგის სასამართლომ 35 წლის მღვდელს, რომელსაც ბრალად ედებოდა, 2014–2018 წლებში ოთხი ქალის ნარკოტიკული საშუალებით დაძინება და შემდეგ გაუპატიურება, 52 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო EFE ავრცელებს.

„35 წლის მღვდელს მალაგიდან, რომელსაც ბრალად ედებოდა, 2014–2018 წლებში ოთხი ქალისთვის ნარკოტიკული საშუალებით დაძინება და მათ მიმართ სექსუალური ძალადობა, მალაგის პროვინციის სასამართლოს პირველმა პალატამ 52 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“, – იუწყება სააგენტო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მღვდელმა, რომელიც ცნობილია როგორც პადრე ფრანი, თითოეულ დაზარალებულს მორალური ზიანისა და ფსიქოლოგიური შედეგებისთვის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.

განაჩენის თანახმად, მღვდელმა, ქალებთან მეგობრული ურთიერთობით ისარგებლა და მათ უცნობი ნივთიერება მისცა, რამაც ძლიერი ძილიანობა და გონების დაკარგვა გამოიწვია, რის შემდეგაც ისინი გააუპატიურა.

სასამართლომ ასევე აუკრძალა მამაკაცს სამ მსხვერპლთან 13 წლით მიახლოება, ხოლო მეოთხე ქალთან – ხუთი წლით. მღვდელი 2023 წლის 11 სექტემბერს დაკავების შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები