საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინით 10 505 ადამიანი აიცრა
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 10 505-მა ადამიანმა ჩაიტარა. ინფორმაცია Stopcov-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საეთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 361 557 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 904 181 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 852 560, გარდაიცვალა 12 971 პაციენტი.