პაატა მანჯგალაძე ნათია თურნავას: თქვენ ხართ იმ ქვეყნის მთავრობის წევრი, საიდანაც ახალგაზრდები გაქცევას ცდილობენ, ხოლო მოხუცები კოვიდით იღუპებიან
„არ ვიცი, რა იყო თქვენი გაცხარების მიზეზი, რადგან თქვენ ხართ იმ ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი, რომელი ქვეყნიდანაც ახალგაზრდები გაქცევას ცდილობენ, ხოლო მოხუცები კოვიდით იღუპებიან. ეს არის აბსოლუტური რეალობა, შეგვიძლია ციფრები მოვიყვანოთ. და თუ ასეთი წარმატება აქვს ქვეყანას, რატომ ცდილობს ყოველწლიურად 60-დან 70 000-მდე ადამიანი ქვეყნიდან წასვლას”, – მიმართა ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლის შემდეგ.
დეპუტატის თქმით, არ იცვლება აბსოლუტურ სიღარიბეში მყოფი ადამიანების რაოდენობა.
„ეს არის მოსახლეობის 20% , რომლისთვისაც მხოლოდ პური და შაქარი შეიძლება იყოს კვების ძირითადი წყარო და ამ პირობებში, პურზე ფასი 50%-ით არის გაზრდილი, შაქარზეც ასევე, ხოლო ბირჟაზე შესაბამისი მატება არ გვაქვს”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.