სალომე ზურაბიშვილი – “ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან, არავის უნდა, სიძულვილის და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს”
არავის არ უნდა, რომ სიძულვილის და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს. ქვეყანაში, სადაც ვერ ხედავს თვითონ, რა არის მითვის პერსპექტივა და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მისი ორგანიზებით მიმდინარე საახალწლო მიღებაზე განაცხადა, სადაც მან მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წევრები მიიწვია.
“ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან. ერთი სული აქვთ, რომ წავიდნენ აქედან. იმიტომ რომ, არავის, ახალგაზრდა თუ არის და რაღაცა შესაძლებლობები აქვს თავის თავში, არავის არ უნდა, რომ სიძულვილის და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს. ქვეყანაში, სადაც ვერ ხედავს თვითონ, რა არის მითვის პერსპექტივა და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, მეც პირადად ვგრძნობ ჩემს პირად პასუხისმგებლობას მათ მიმართ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.