ლაშა ხუციშვილი: მიმდინარე ხარჯების შემცირების ტენდენცია სახეზეა

მიმდინარე ხარჯების შემცირების ტენდენცია სახეზეა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნულ საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე ხარჯების კუთხით მნიშვნელოვანი კლებაა პროცენტულ გამოხატულებაში.

“26%-ზე მეტი იყო მიმდინარე ხარჯი. მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი ჩამოსცდა 25%-ს. 2022 წელს დაგეგმილია 22.8%-ის ფარგლებში. შესაბამისად, შემცირების ტემპი სახეზეა და კრიტიკას ამ მიმართულებით ვერ გავიზიარებ. რაც შეეხება „ქამრების შემოჭერას”, როდესაც ვსაუბრობთ ხელფასების 10%-იან მატებაზე საჯარო სექტორში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნომინალურ გამოხატულებაში ამ თანხის 70-80% არის ჯარის, პოლიციის, მასწავლებლების, სასწრაფო სამედიცინო პერსონალის ხელფასებზე და მნიშვნელოვანია ის ჩამორჩენა, რაც ამ მიმართულებით გვქონდა, სრულად ასახულიყო ბიუჯეტში.

დოკუმენტში მაქსიმალურად არის წარმოდგენლი პრიორიტეტები, რაც აქვს ქვეყანას. ესაა ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოება”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები