გორის სამხედრო ჰოსპიტალში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი იმყოფება
გორის სამხედრო ჰოსპიტალში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი იმყოფება. გამომძიებელმა გიორგი მიქელაძემ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მესამე პრეზიდენტი – მიხელ სააკაშვილი ხელმეორედ უნდა გამოკითხოს.
“დაისმება ყველა ის შეკითხვა, რაც რელევანტური და მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის – ის ინფორმაცია, რაც პირველი გამოკითხვისას არ იყო ცნობილი და დაფიქსირებული, რაც შემდეგ გაჟღერდა სასამართლო პროცესებზე და რაც მან დააფიქსირა მასმედიის საშუალებით. ყველა ამ გარემოების ირგვლივ მოხდება მისი გამოკითხვა. ყველა ის პირი არის გამოკითხული, ვისაც რაიმე ინფორმაცია შესაძლოა, ჰქონოდა ამ საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებიც”, – აცხადებს მიქელაძე.