როგორი ამინდია მოსალოდნელი 30 მაისს საქართველოში

30 მაისს ქუთაისში დღისით +20 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. დღე ნალექიანი იქნება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ტემპერატურა +19, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც წვიმაა. +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც წვიმს, დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში დღე ნალექიანია, დღისით +16 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +16 იქნება დღისით, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც ნალექიანი დღე იქნება, დღისით +18 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება.

ომალოშიც იწვიმებს. დღისით +7 ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც ნალექიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც იწვიმებს, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში იწვიმებს. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები