დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 10 981 აცრა ჩატარდა
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 10 981 ადამიანი აიცრა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემების თანახმად, საერთო ჯამში ქვეყანაში 2 336 951 აცრაა ჩატარებული.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 898 079 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 844 875, გარდაიცვალა 12 879 პაციენტი.