შსს-ს აკადემიას ახალგაზრდა კრიმინოლოგები ესტუმრნენ

 შსს-ს აკადემიას არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი“-ს წარმომადგენლები ეწვივნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის მიზანი დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის, რომლებიც „ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფ“-ში არიან გაწევრიანებული, აკადემიაში დანერგილ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების გაცნობა და სასწავლო ბაზის დათვალიერებაა.
შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმრებს პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და მათთვის საინტერესო საკითხებზე, კერძოდ, პოლიციის უწყებებში კადრების მიღების პროცედურებსა და შსს-ს აკადემიაში არსებული სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ ესაუბრნენ. სტუმრებმა აკადემიის სასწავლო ბაზა, აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, ინგლისური ენის ცენტრი, კომპიუტერული ცენტრი, სპორტული დარბაზი, საცურაო აუზი, სასროლეთი და ვირტუალური ტირი დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები