წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საახალწლოდ წალენჯიხაში ქართველი მომღერლების კონცერტი გაიმართება.
ამის შესახებ წალენჯიხის მერი სოციალური ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მას არასდროს დაუხარისხებია ხელოვანი ადამიანები პოლიტიკისა და მსოფლმხედველობის მიხედვით.
”არასდროს დამიხარისხებია ხელოვანი ადამიანები პოლიტიკისა და მსოფლმხედველობის მიხედვით. ერთნაირად მაინტერესებდა კომუნისტი პიკასო და თეოლოგი ვან გოგი.
თუმცა, მიმაჩნია, რომ მართლა ღირებულს და ამაღლებულს სწორედ თავისუფალი ადამიანები ქმნიან.
ჩემი პატივისცემა დასახელებულ შემსრულებლებს და ქართული ესტრადის ყველა თვალსაჩინო წარმომადგენელს.
უბრალოდ, ეს ამბავი ფეიკია. მეტიც, 10 თვეში გამოხრული, მთელი წლის ბიუჯეტის ფონზე, სწორედ მაგაზე ვფიქრობ, როგორ გავულამაზო საახალწლო დღეები ჩემს წალენჯიხას. სიურპრიზები იქნება.
მრავალ დამდეგს!”, – წერს გია ხარჩილავა.