ჰერმან საბო: ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის საფუძველი არ აქვს და ამ თემის დატოვება დღის წესრიგში ემსახურება მხოლოდ ზოგიერთი პატარა პარტიის თვითრეალიზაციას

დღეისათვის ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის საფუძველი არ აქვს და ამ თემის დატოვება დღის წესრიგში ემსახურება მხოლოდ ზოგიერთი პატარა პარტიის თვითრეალიზაციას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა, “გირჩის” წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

საბოს განცხადებით, ვიდრე “ნაცმოძრაობა” მმართველ პარტიასთან შერიგებაზე ისაუბრებს, ჯერ სხვა ოპოზიციურ პარტიებს უნდა შეურიგდეს.

“მთავარი ოპოზიციური პარტია რიგგარეშე არჩევნებს და შერიგებას ერთდროულად არ ახსენებს, მათი რიტორიკა უმეტესად გადართულია შერიგებაზე. თუმცა, ამ თემაზე სასაუბროდ ჯერ პოლიტიკური სივრცე არ არის მზად. როცა “ნაციონალური მოძრაობა” “ქართულ ოცნებასთან” შერიგებაზე საუბრობს, ისინი ჯერ ჩვენ შეგვირიგდნენ, არჩევნების მერე რომ აღარ გვემეგობრებიან და ეს შეიძლება, იყოს მაგალითი იმისთვის, რომ რა ფორმით შეიძლება, პოლიტიკურ პარტიებს შორის ისევ დიალოგი დაიწყოს,” – განაცხადა ჰერმან საბომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები