ეროვნულ სასახლეში რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია – „არაფორმალური განათლების გამოწვევები“ გაიმართება
9 დეკემბერს ეროვნულ სასახლეში გაიმართება რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია – „არაფორმალური განათლების გამოწვევები“, რომელშიც მონაწილეობენ ეროვნული სასახლის პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები, თბილისისა და რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობების, საქართველოსა და თბილისის სახელოვნებო, სკოლისგარეშე და არაფორმალური განათლების ორგანიზაციების წარმომადგენლები, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სასახლე ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონფერენციის მიზანია საქართველოში არაფორმალური განათლების სისტემის ჩამოყალიბების და გაძლიერების ხელშეწყობა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არაფორმალური განათლების სახელმწიფო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების გზით.
კონფერენციაში მონაწილე ორგანიზაციებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების ურთიერთ გაზიარება, ახალი სასწავლო მიმართულებებისა და ტენდენციების გაცნობა, მუდმივი კონტაქტი ცენტრალურ ხელისუფლებასა თუ ადგილობრივ თვითმმართველობებთან. *ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ღონისძიება უსაფრთხოების წესებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, დისტანციურად, ZOOM პლატფორმის საშუალებით გაიმართება.