გიორგი ამილახვარი: სააკაშვილი საჯაროდ გამოვიდეს და ბოდიში მოუხადოს გირგვლიანისა და ვაზაგაშვილის ოჯახებს

“ეყოს გამბედაობა, პირველ ყოვლისა, საჯაროდ გამოვიდეს და ბოდიში მოუხადოს გირგვლიანისა და ვაზაგაშვილის ოჯახებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, სააკაშვილმა ასევე ბოდიში უნდა მოუხადოს ბიზნესმენების ოჯახებსაც.

„ამაზე ცინიკური და შეურაცხმყოფელი განცხადება ქართული საზოგადოების მისამართით ბოლო პერიოდში მე არ მახსენდება. ეყოს გამბედაობა, პირველ ყოვლისა, საჯაროდ გამოვიდეს და მან ბოდიში მოუხადოს გირგვლიანისა და ვაზაგაშვილის ოჯახებს. ბოდიში მოუხადოს იმ ათასობით ბიზნესმენის ოჯახს, რომლების ქონებასაც ღამე აფორმებდნენ. ამის შემდეგ, როდესაც ის ბოდიშს მოუხდის ამ საზოგადოებას, მოიხდის სასჯელს, შემდგომ შესაძლებელია, რაღაც თეორიულ პოლიტიკურ შეთანხმებაზე ვისაუბროთ“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები