ამირან გამყრელიძე: საკოორდინაციო საბჭოზე “მწვანე პასპორტებთან” დაკავშირებით იყო განხილვა, არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გუშინ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შორის ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით დაპირისპირება მოხდა – უარყოფს.
გამყრელიძემ “ტვ პირველთან” საუბრისას ასევე განმარტა, თუ რატომ არ გაკეთდა სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან ტრადიციული განცხადებები.
“მწვანე პასპორტებთან” დაკავშირებით იყო განხილვა, არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. სიახლე ჯანდაცვის სფეროს გადასახედიდან არაფერი ყოფილა, რომ გვეთქვა, სტატისტიკა გამოქვეყნდა”, – აღნიშნა გამყრელიძემ.