ოთარ დანელიამ ხუან ეჩანოვესთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშემ ხუან ეჩანოვემ და ოთარ დანელიამ განიხილეს იმ პროექტების მიმდინარეობა,  რომლებსაც ევროკავშირი ახორციელებს საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში არსებულ პროექტებს. ხუან ეჩანოვეს თქმით, ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებით და მომავალში ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება.
„მას შემდეგ, რაც  ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გაფორმდა,  ჩვენი ქვეყანა ახალი გამოწვევების წინაშე დადგა.  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება ქართველ მწარმოებლებს საშუალებას აძლევს  საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიტანონ. ამისათვის საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მაღალი სტანდარტის, ხარისხიანი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა. ეს ეტაპობრივი პროცესია და ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო  დონორ ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად იმუშავებს“ – განაცხადა ოთარ დანელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები